მთავარისიახლეებიკულტურასაზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ონლაინ-რეჟიმში ქართული ენის სწავლება იგეგმება, მეგრულსა და სვანურზე ჯერ...

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ონლაინ-რეჟიმში ქართული ენის სწავლება იგეგმება, მეგრულსა და სვანურზე ჯერ საუბარი არ არის

Published on

ენის სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ონლაინ-რეჟიმში ქართული ენის სწავლებას გეგმავს. 
 
 დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, „ემიგრაციაში დაიბადა და იზრდება თაობა, რომელსაც, სამწუხაროდ, წარმოდგენა არ აქვს არც ქართულ კულტურაზე და ენასაც ვერ ფლობენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან არის საკვირაო სკოლები, ეს საკმარისი არ არის, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ საზღარგარეთ ქართული ისწავლოს. ამიტომ, ჩვენ გვექნება ონლაინ რეჟიმში სწავლების კოორდინაცია, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ ქვეყანაში ჯგუფი შეიქმნას და მათ ქართული ენა კვალიფიციური სპეციალისტებისგან ისწავლონ“,.
 
რაც შეეხება იმას, თუ ვინ დააფინანსებს ონლაინ-კურსებს, ალიბეგაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამისთვის რესურსი გამოინახება, ასევე, შესაძლებელია, ეს კომერციული საქმიანობის ნაწილი იყოს.
 
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომელსაც გიორგი ალიბეგაშვილი უხელმძღვანელებს და რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, 2018 წლის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარით დაფინანსდება. 
 
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აღნიშნულ დეპარტამენტში მომუშავეთა რიცხოვნობა 15 კაცის შემადგენლობით არის განსაზღვრული. ამასთან, 500 ათასი ლარიდან 400 ათასი ლარი სწორედ შრომის ანაზღაურებაზეა გამოყოფილი.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...