მთავარისიახლეებიმოხსენებაში გაკეთებული აქცენტი ქართველ ხალხზე ბუნებრივია, ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა | გრეგოროვა...

მოხსენებაში გაკეთებული აქცენტი ქართველ ხალხზე ბუნებრივია, ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა | გრეგოროვა რეკომენდაციაზე

Published on

“რეკომენდაცია არის ძალიან კარგი და, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ევროპული საბჭოს შეფასებას, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და საქართველოს დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ. მართალია, ევროკომისია ამბობს, რომ საქართველოს კიდევ აქვს სამუშაო ჩასატარებელი, თუმცა მკაფიოდ არის მოხსენებაში აღნიშნული, რომ საქართველომ დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და მე ძალიან ბედნიერი ვარ. მე ვიცი, რომ ქართული ოცნების თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ მათი დამსახურებაა, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. დიახ, მთავრობამ ნამდვილად გადადგა გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით, მაგრამ მათ ასევე ჰქონდათ ბევრი შეცდომა და არასწორი ქმედებები, რომელთა გამოც ევროკომისია ეჭვობდა, მიეცა თუ არა დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის. ამიტომ, მოხსენებაში გაკეთებული აქცენტი ქართველ ხალხზე არის ბუნებრივი, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ნამდვილად პროევროპულია და მათ ეს დაიმსახურეს”.

აცხადებს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა.

სიახლეები

სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ მიტროპოლიტ იობს

“მივესალმები საზოგადოებას - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ეკლესიის მრევლად თვლის...

აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება

სამხრეთ აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება - სამხრეთ აფრიკული საგამოძიებო გამოცემის, Daily...

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა. ოჯახის წევრები და...

აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები ბრიუსელში ჩავიდნენ

"თავისუფლების ხმა ციხიდან ევროპის დედაქალაქში” - აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული...