მთავარისიახლეებიმსოფლიო"თუ უკრაინა ომს წააგებს, ჩვენც წავაგებთ"- ბორელი

“თუ უკრაინა ომს წააგებს, ჩვენც წავაგებთ”- ბორელი

Published on

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ელჩებთან კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა. განაცხადა, რომ უკრაინასთან ერთად, კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც კანდიდატის სტატუსს, ან მოლაპარაკებების დაწყებას ელოდებიან.

“ნუ დავივიწყებთ უკრაინას. ისე, როგორც არასდროს, უკრაინა იბრძვის რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ. თუ უკრაინა ომს წააგებს, ჩვენც წავაგებთ. უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერაში. ჩვენ ვართ უკრაინის მხარდაჭერის პირველი მიმწოდებლები, ჩვენ ვართ უფრო მეტად, ვიდრე შეერთებული შტატები – ციფრები თქვენთვის ცნობილია. გაწევრიანების პერსპექტივა, მდგრადი ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ჩამოყალიბება, სამხედრო დახმარება, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა – ჩვენი სამუშაოს არსებითმა კომპონენტებმა და ამ ყველაფერმა უნდა გააძლიეროს უკრაინის კონტრშეტევა, რომელიც ახლა სირთულეებს აწყდება, რათა შეაკავოს რუსეთის შეჭრა და დაიბრუნოს საკუთარი ტერიტორია.

თქვენ იცით, რომ რუსეთის დანაკარგები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსეთს შეუძლია ძალების აღდგენა. რუსეთი მზადაა, მსხვერპლად შესწიროს მეტი ადამიანი და ტექნიკა, ყოველგვარი სინანულის გარეშე. პუტინამდე სტალინს სჯეროდა, რომ რაოდენობა არის ხარისხის წყარო და ადამიანის სიცოცხლეს არ აქვს მნიშვნელობა და ფასი. ერთადერთი გამოსავალი არის უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება და ამ საკითხზე ერთიანი პოზიციის შენარჩუნება, რადგან სასწორზე ჩვენი მთავარი ღირებულებები დევს.

უკრაინის მიღმა, არ უნდა გამოგვრჩეს ევროკავშირის გაფართოების გამოწვევა. უკრაინა, ახალი კანდიდატი, წინ უბიძგებს ძველი კანდიდატების რიგს, რომლებიც, წლებია, გველოდებიან და მთელი რიგი იმოძრავებს. ამიტომ ჩვენ უნდა ავინაზღაუროთ დრო, რომელსაც ვხარჯავდით ევროკავშირში გაწევრიანების დაუსრულებელ პროცესზე”, – განაცხადა ჯოზეფ ბარელმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს 8 ნოემბერს წარადგენს.

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...