მთავარისიახლეებიპოლიტიკაპაატა მანჯგალაძე - ნიკა მელია, როგორც ჩანს, მძიმედ აღიქვამს იმას, რომ ხაბეიშვილთან...

პაატა მანჯგალაძე – ნიკა მელია, როგორც ჩანს, მძიმედ აღიქვამს იმას, რომ ხაბეიშვილთან კონკურენციის დროს წარმატებას ვერ მიაღწია

Published on

ნიკა მელია, როგორც ჩანს, ძალიან მძიმედ აღიქვამს იმას, რომ ლევან ხაბეიშვილთან კონკურენციის დროს წარმატებას ვერ მიაღწია – მიხეილ სააკაშვილმა კი ყველას ცივი წყალი გადაასხა, რომ ამ პარტიაში გადაწყვეტილებას თავად იღებს და არანაირი არაფორმალური მმართველობა არაა,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მელიამ გუშინ ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუს დროს საკუთარი განცხადებების დიდი ნაწილი კეზერაშვილ-მერაბიშვილს დაუთმო და ივანიშვილი დაავიწყდა.

„ნიკა მელიაზე ნიშნის მოგებით არ ვსაუბრობ. ის მართლა გამორჩეული ლიდერია. არ დამავიწყდება, „გავრილოვის ღამეს“, ბევრმა ლიდერმა ტრიბუნასთან ასვლა რომ ვერ გაბედა, ნიკა მელია ავიდა ტრიბუნასთან და სწორედ ხალხის გვერდით იდგა. ეს არ დამვიწყებია, მაგრამ განცხადებებში, რაც გუშინ მოვისმინე [მელიას ინტერვიუში], ყველა ორი წინადადების შემდეგ კეზერაშვილ-მერაბიშვილს ახსენებდა – ეს არ არის ის ნიკა მელია, ვისაც ვიცნობ და პატივს ვცემ. ნიკა მელიას, როგორც ჩანს, არ აქვს არჩევნების დიდი პრაქტიკა და იმას, რომ ლევან ხაბეიშვილთან კონკურენციის დროს წარმატებას ვერ მიაღწია, ძალიან მძიმედ აღიქვამს. მეწყინა ადამიანურად, რომ ნიკა მელიამ საუბრის 90% კეზერაშვილ-მერაბიშვილზე საუბარს დაუთმო და ამ დროს ივანიშვილი დაავიწყდა. დანარჩენი ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძემ ასევე, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესზე ისაუბრა და განმარტა თავისი პარტიის თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადება, რომლის თანახმადაც ის იმედოვნებს, რომ „სტატუსს ავანსად მოგვცემენ“.

მანჯგალაძის თქმით, სტატუსის ავანსად მიღება იმას ნიშნავს, რომ რეფორმების ჩატარება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მოუწევს.

„კანდიდატის სტატუსს მივიღებთ ავანსად ნიშნავს იმას, რომ რეფორმები არ ჩატარებულა და ამ რეფორმების ჩატარება მოგვიწევს კანდიდატის სტატუსი მიღების შემთხვევაში გაწევრიანების წინ. ანუ, ვალდებულება გადაგვყვება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების წინა ეტაპზე. მაგრამ რეკომენდაციების შესრულებას ვერ ავცდებით – თუ ევროპა გვინდა, უნდა შევასრულოთ რეკომენდაციები. ამას გულისხმობს გიორგი ვაშაძე, მეტს არაფერს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, სტატუსის მიღებას შეუსრულებელი რეკომენდაციები უშლის ხელს.

„კანდიდატის სტატუსს ხელს უშლის შეუსრულებელი რეკომენდაციები. ვერავითარი განცხადება კანდიდატის სტატუსის მიღებას ვერ დააზიანებს. მთავარი არის ფაქტი. ფაქტზე ძლიერი განცხადება ვერ იქნება. ფაქტი კი ისაა, რომ გვეტყვიან, რომ რეკომენდაციების ნახევარიც კი არ გვაქვს შესრულებული, მაგრამ გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, ევროპამ გადაწყვიტა, რომ ეს მოთხოვნები გაწევრიანების წინ გადაგვიწიოს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძეს აქვს მოლოდინი, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„ყველა „ქოცზე“ უფრო პოზიტიური მოლოდინი მაქვს, რომ ევროპა საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

სიახლეები

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...

2022 წლის შემდეგ პირველად, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელოფონო საუბარი შედგა

2022 წლის სექტემბრის შემდეგ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის...