მთავარისიახლეებიპოლიტიკამიშამ ისიც თქვა: ვაშაძეს მოშივდაო, ამიტომ წავიდა და ბიძინას საქმე აკეთაო- ნიკა...

მიშამ ისიც თქვა: ვაშაძეს მოშივდაო, ამიტომ წავიდა და ბიძინას საქმე აკეთაო- ნიკა მელია

Published on

გაუგებარია იმ ხალხის მოწოდება, რომელიც, მიშას თქმით, მოშივებულ გადამხტარ, გამძღარ და მობრუნებულ შტაბის უფროსთან ერთად, დადის და ამ ხალხს პარტიას, მათ სამართლიან კრიტიკას კი ლანძღვას ეძახის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ნიკა მელია წერს, ვიდრე „სხვას რამეს მოუწოდებენ, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედონ“.

„მიშამ ხომ გითხრათ წადითო და წადით, რაა!“, ამ ხალხის საყურადღებოდ: თქვა და გააკეთე არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ, მითუმეტეს, არ მივიღებ ამ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა. მიშამ ისიც თქვა: ვაშაძეს მოშივდაო, ამიტომ წავიდა და ბიძინას საქმე აკეთაო. ბნელ მხარეს გადავიდაო. რა აკეთა და რა როლი შეასრულა კონკრეტულ პროცესებში, ბევრს გვახსოვს.

ახლა კი, გაუგებარია იმ ხალხის მოწოდება, რომელიც, მიშას თქმით, მოშივებულ გადამხტარ, გამძღარ და მობრუნებულ შტაბის უფროსთან ერთად, დადის და ამ ხალხს პარტიას, მათ სამართლიან კრიტიკას კი ლანძღვას ეძახის.

სანამ ვინმეს რამეს მოუწოდებთ, სანამ სხვის თვალში ბეწვს დაინახავთ, საკუთარ თავს შეხედეთ გვერდიდან, ამომრჩევლის, ან პარტიის რიგითი წევრის თვალით”, – წერს ნიკა მელია.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...