მთავარისიახლეებითბილისთან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ, დამატებით დაეკისრებათ 6-დან 8 წლამდე სასჯელი | ბრეგაძე...

თბილისთან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ, დამატებით დაეკისრებათ 6-დან 8 წლამდე სასჯელი | ბრეგაძე გაქცეულ პატიმრებზე

Published on

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, “ავერსის” კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან თბილისში არცერთი არ დაუკავებიათ.

როგორც ბრეგაძე ამბობს სამივე მათგანის დაკავება თბილისთან ახლოს მოხდა.

“სამივე პატიმარი არის უკვე განთავსებული შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და მათ, რა თქმა უნდა, როდესაც დასრულდება გამოძიება და სასამართლო პროცესი, დაეკისრებათ შესაბამისი სასჯელი… ერთადერთი რაც შემიძლია ამ ფაქტზე გითხრათ, ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებული თბილისში, ისინი თბილისთან ძალიან ახლოს დავაკავეთ. ერთი ადამიანი ცოტათი ადრე, ორი ოდნავ მოგვიანებით”, – ამბობს რატი ბრეგაძე.

მისივე თქმით, სამივე დაკავებული სრულწლოვანია.

როგორც იუსტიციის მინისტრი განმარტავს, ბრალის დამტკიცების შემდეგ, დაკავებულებს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...