მთავარისიახლეებიკობახიძემ ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქციებს "უსარგებლო, ხელოვნური და ჭარბი აჟიოტაჟი" უწოდა

კობახიძემ ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქციებს “უსარგებლო, ხელოვნური და ჭარბი აჟიოტაჟი” უწოდა

Published on

ირაკლი კობახიძე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქციებს “ჭარბ და უსარგებლო აჟიოტაჟს” უწოდებს და ამბობს, რომ ასეთი გამოსვლები საქმეს კიდევ უფრო ართულებს:

“ყველაზე პრობლემური ქეისი არის ბებუას შემთხვევა, სადაც ვერ ხერხდება უკვე რამდენიმე წელია წარმატების მიღწევა, თუმცა ყველაფერი კეთდება ბუნებრივია ამისთვის. და ერთი რამე მინდა გითხრათ, რაც ნაკლები აჟიოტაჟი იქნება, ეს უსარგებლო აჟიოტაჟი რასაც ეხლა აქციის სახით ვხედავთ, რაც ნაკლები უსარგებლო აჟიოტაჟი იქნება ამ თემის გარშემო, მით უფრო გამარტივდება ამ საკითხში წარმატების მიღწევა. მაგრამ მე მგონი, აქაც უნდათ ვიღაც ვიღაცებს, რომ ხელოვნური აჟიოტაჟით, ჭარბი აჟიოტაჟით კიდევ უფრო გაურთულონ ხელისუფლებას წარმატების მიღწევა.” ამბობს კობახიძე

შეგახსენებთ, ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქცია პარლამენტთან დღეს “ლელომ” გამართა.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...