მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობის მთის ფერდობზე ხანძარია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობის მთის ფერდობზე ხანძარია

Published on

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლუგელას ხეობის ერთ-ერთ მთის ფერდობზე ხანძარია. ცეცხლი უკიდია ბალახებსა და ბუჩქებს.

ადგილზე 60-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ამასთან, ხანძრის კერა ტექნიკისთვის მიუვალია და მეხანძრეები ფეხით გადაადგილდებიან.

„ხანძრის მასშტაბი არ არის დიდი, მაგრამ არის საშიშროება, ცეცხლი მრავალწლოვან მცენარეებს გადაედოს. ამიტომ, გამოვიძახეთ ვერტმფრენი. უკვე დაწყებულია მდინარე ხობისწყალზე წყლის დაგუბების მოწყობა. ხანძარი დასახლებული ადგილიდან საკმაოდ შორს არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა, დათო გოგუამ.

ხანძარი ლუგელას ხეობაში გუშინ საღამოს შენიშნეს.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...