მთავარისიახლეებიპუტინი ამბობს, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაციით" პალესტინას ეხმარება

პუტინი ამბობს, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაციით” პალესტინას ეხმარება

Published on

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და სცადა, კრემლისთვის პასუხისმგებლობის მოხსნა. მან მტკიცებულების გარეშე თქვა, რომ არეულობა პროვოცირებული იყო სოციალური ქსელების გამოყენებით, მათ შორის უკრაინის ტერიტორიიდან, დასავლური სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობით.

“მაჰაჩყალაში მასობრივი არეულობები პროვოცირებული იყო სოციალური ქსელების გამოყენებით, მათ შორის უკრაინის ტერიტორიიდან, დასავლური სპეცსამსახურების ხელებით.

ამ კუთხით, მინდა დავსვა კითხვა: შესაძლებელია თუ არა პალესტინის დახმარება თათებსა (ებრაელთა სუბეთნიკურ ჯგუფზე ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კავკასიაში) და მათ ოჯახებზე თავდასხმის მცდელობით? სხვათა შორის, ეს არის ტიტულოვანი ერი დაღესტანში.

ჩვენ პალესტინას შეგვიძლია მხოლოდ დავეხმაროთ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინც ამ ტრაგედიის უკან დგას. ჩვენ ვართ რუსეთი და მათ ვებრძვით სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში [რუსეთი ასე უწოდებს ომს უკრაინაში] როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე მათთვის, ვინც ისწრაფვის ნამდვილი ჭეშმარიტი თავისუფლებისაკენ”, – თქვა პუტინმა.

ცნობისთვის, 29 ოქტომბერს თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ, მაჰაჩყალის აეროპორტში ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ანტისემიტურ აქციაზე. სიტუაცია უკონტროლო გახდა. ისმოდა ანტისემიტური ლოზუნგები, აფრიალებდნენ პალესტინის დროშებს, გავრცელდა კადრები, რომელთა მიხედვითაც მომიტინგეები ისროდნენ ქვებს.

სიახლეები

მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზეა მიწვეული

მიხეილ ყაველაშვილს თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზე ელოდებიან - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო...

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...