მთავარისიახლეებიმსოფლიოღამით 300-ზე მეტი სამიზნე და რამდენიმე მაღალჩინოსანი ტერორისტი განადგურდა - ცაჰალი

ღამით 300-ზე მეტი სამიზნე და რამდენიმე მაღალჩინოსანი ტერორისტი განადგურდა – ცაჰალი

Published on

ისრაელის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებმა იერიში მიიტანეს რაკეტების გამშვებ მოწყობილობებზე, ღაზის სექტორის საზღვართან მდებარე გვირაბების შესასვლელ-გამოსასვლელებსა და ჰამასის ოპერატიული მეთაურობის პუნქტებზე, – ამის შესახებ 31 ოქტომბერს ცაჰალის პრესსამსახურმა განაცხადა.

სახმელეთო რეიდის დროს ცაჰალი ბრძოლაში ჩაება ჰამასის ტერორისტებთან და მათ ტყვიამფრქვევებისა და სარაკეტო ცეცხლი გაუხსნა. პრესსამსახური იტყობინება ლიკვიდირებული ტერორისტების შესახებ, თუმცა, არ აზუსტებს, არის თუ არა დანაკარგი ცაჰალის მებრძოლებს შორის.

ამავდროულად, ჰამასის წარმომადგენლებმა, თავიანთი მხრიდან, ასევე გაავრცელეს ინფორმაცია ცაჰალთან შეტაკების შესახებ და, მათი თქმით, ისრაელელ ჯარისკაცებს ცეცხლი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით გაუხსნეს. ტერორისტული ორგანიზაცია ასევე, იუწყება, რომ ღაზის ჩრდილო-დასავლეთით, რაკეტებით დააზიანეს ორი ტანკი და ბულდოზერი. თავიანთი მხრიდან დანაკარგის შესახებ არც ჰამასის განცხადებაშია აღნიშნული.

ცაჰალის პრესსამსახურის განცხადებით, 31 ოქტომბრის ღამით მიტანილი იერიშების შედეგად, ჰამასის “ბეით-ლაჰიის” ბატალიონის მეთაური აბუ აჯინი ლიკვიდირებულია, რომელიც კიბუც ერეზზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა. ცაჰალისვე ცნობით, აბუ აჯინი მონაწილეობდა ჰამასის მიერ დრონებითა და პარაპლანებით თავდასხმის სტრატეგიული გეგმის შედგენაში.

სიახლეები

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...