მთავარისიახლეებიმსოფლიომახაჩყალის აეროპორტის ტერმინალში ანტისემიტების შეჭრის გამო თელ-ავივის რეისი სხვაგან დაეშვა

მახაჩყალის აეროპორტის ტერმინალში ანტისემიტების შეჭრის გამო თელ-ავივის რეისი სხვაგან დაეშვა

Published on

დაღესტანში აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც აეროპორტში შეგროვილი ხალხი ისრაელის რეისის მოლოდინში, ტერმინალში შეიჭრა. რეისი, რომელიც თელ-ავივიდან შესრულდა და მახაჩყალაში უნდა დაშვებულიყო, სხვა აეროპორტში დაეშვა. 

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, თელ-ავივიდან ჩამოფრენილ რეისზე არ იყვნენ არც ებრაელები და არც ისრაელის სხვა მოქალაქეები.

ვოლოდიმირ ზელენსკი დაღესტნის აეროპორტის დარბევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიასა და ტერორს ანტისემიტიზმი და სხვა ხალხის მიმართ სიძულვილი კვებავს, ამ ყველაფერს კი კრემლის იდეოლოგები აღვივებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დაღესტანში სასტუმროს დარბევასაც აპირებდნენ, რომ არა ადმინისტრაცია, რომელმაც დემონსტრანტთა წარმომადგენლებს სასტუმროს ნომრები დაათვალიერებინა იმაში დასარწმუნებლად, რომ არცერთ ნომერში ისრაელის მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ, ხოლო ნალჩიკში დაწვეს მშენებარე ებრაული კულტურის ცენტრი. 

სიახლეები

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...