მთავარისიახლეებიპოლიტიკა4 თებერვლიდან მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალები“ მასობრივ საპროტესტო აქციებს იწყებს.

4 თებერვლიდან მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალები“ მასობრივ საპროტესტო აქციებს იწყებს.

Published on

 4 თებერვლიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალები“ მასობრივ საპროტესტო აქციებს იწყებს. ამის შესახებ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.„ჩვენ ვიწყებთ მასობრივ საპროტესტო აქციებს ქვეყნის მთავარი ქურდისა და „ბარიგის“ – პეტრო პოროშენკოს მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით გადაყენებისთვის. 4 თებერვალს, შევჩენკოს პარკიდან მაიდანამდე გაიმართება მარში.
მეხუთე თვეა, რაც ჩვენ ოლიგარქატს, კორუფციასა და დიქტატურას ვებრძვით და გვქონდა ძალიან მარტივი მოთხოვნები – იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა, არჩევნების შესახებ ახალი კანონის მიღება და დეპუტატის ხელშეუხებლობის გაუქმება. ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური ტერორი და რეპრესიები, დაპატიმრებები, დევნა და შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმეები.ამ „ბანდასთან“ არანაირი კომპრომისი არ გამოვა. ჩვენ გამარჯვებამდე მივალთ!ჩვენი რესურსები ოლიგარქატის რესურსებს ვერ შეედრება. საშუალო კლასი იმარჯვებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთიანდება და საკუთარ რესურსებს კონკრეტული მიზნის მიღწევაზე მიმართავს.ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.მან პარტიის საბანკო რეკვიზიტები გამოაქვეყნა და საკუთარ მომხრეებს ფულის შეგროვებისკენ მოუწოდა. სააკაშვილის თქმით, ანგარიშზე დარიცხული ფული მარშის ორგანიზებას, სააგიტაციო მასალის დამზადებასა და გავრცელებას, რეგიონებიდან კიევში ხალხის ტრანსპორტირებას და სცენაზე აუდიოსისტემების დამონტაჟებას მოხმარდება.
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...