მთავარისიახლეებიმსოფლიოანტიისრაელური მიტინგი ათათურქის აეროპორტში და ერდოღანის გზავნილები

ანტიისრაელური მიტინგი ათათურქის აეროპორტში და ერდოღანის გზავნილები

Published on

სტამბოლში, ათათურქის სახელობის აეროპორტზე, ასეულობით ათასი შეკრებილი ადამიანის წინაშე გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა დასავლეთი დაადანაშაულა იმ კონფლიქტში, რომელიც ახლა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს. 

ერდოღანი მიტინგზე პალესტინის დროშის ფერებში და სიმბოლოებში გადაწყვეტილი შარფით მივიდა. 

მისი მთავარი გზავნილები კი ასეთი იყო:

▫️ “ჰეი, დასავლეთო! შენ რა, გინდა ომი წითელ ჯვარსა და წითელ ნახევარმთვარეს შორის?”
▫️ “ასი წლის წინ პალესტინა ჩვენთვის ისეთივე იყო, როგორც ადანა. ღაზა ჩვენი ტერიტორიის ნაწილი იყო”.
▫️”როდესაც ვთქვი, რომ ჰამასი არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, ისრაელს ეს დიდად არ მოეწონა- სწორედ ამიტომაც ვთქვი”.
▫️”ისრაელო, როგორ აღმოჩნდი აქ? როგორ მოხვდი აქ? შენ ოკუპანტი ხარ. თქვენ ხართ დაჯგუფება და არა სახელმწიფო. დასავლეთს თქვენი ვალი აქვს , ჩვენ კი არა”.
▫️“რანიც ვიყავით ლიბანში, რანიც ვიყავით ყარაბაღში, ისეთივენი ვიქნებით ახლო აღმოსავლეთშიც”;
▫️“ღაზაში ახლა სასაკლაოა. სად არის სამართლიანობა? ჩვენ გამოვაცხადებთ ისრაელს ტერორისტულ სახელმწიფოდ – ამაზე უკვე ვმუშაობთ”.

სიახლეები

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რომლიც 145 იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხებათ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ. შეზღუდვები სულ 145 ფიზიკურ და იურიდიულ პირს...

პენსიონერი ცოლ-ქმარი ქონებრივი დავის გამო ჩაცხრილეს – დაკავებულია ერთი პირი

პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...