მთავარისიახლეებიპოლიტიკაერთმანეთზე შეტევებს დაანებონ თავი - სააკაშვილი ოპოზიციას

ერთმანეთზე შეტევებს დაანებონ თავი – სააკაშვილი ოპოზიციას

Published on

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას დაპირისპირების შეწყვეტისა და კოორდინაციისკენ მოუწოდებს. მესამე პრეზიდენტი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს დისტანციურად ჩაერთო, პოლიტიკაში ახალი ხალხის მოსვლის საჭიროებაზეც საუბრობს:

“ახლა დრო არის ოპოზიციური ძალების კოორდინაციის, ახალი ხალხის შემოსვლის და საზოგადოების გამზადების გადამწყვეტი გაბრძოლებისთვის თავისი საბოლოო არჩევანის დასამტკიცებლად. არჩევანი ჩვენ ხალხს უკვე გაკეთებული აქვს რიცხვობრივად და ეს ეჭვს არ იწვევს საერთოდ. წინა სამი არჩევნები მთავრობამ უკვე წააგო და ამიტომ ახლა გადაწყვიტა აღარ გარისკოს ოლიგარქმა და ელექტრონულად დაიწეროს.

არ უნდა მივცეთ ამის საშუალება და არ მივცემთ ამის საშუალებას, მაგრამ ამისათვის საჭიროა ახლა ერთმანეთთან ურთიერთობების გარკვევა კი არა, საჭიროა ყველას ჩართვა. მე მოვუწოდებ ყველას, ამ საქმეში იყოს კოორდინირებული და ერთმანეთზე შეტევებს დაანებონ თავი. ეს ხომ სხვისი თამაშია მეგობრებო, სადამდე უნდა იყოს ეს საბავშვო ბაღი, “დაყავი და იბატონეს” ესეთი პრიმიტიული ვარიანტი.” თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...

ჯგუფური ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის...