მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ დატოვა მოსკოვის ქართული ტაძარი არქიმანდრიტმა მირიან შენგელიამ და რა...

რატომ დატოვა მოსკოვის ქართული ტაძარი არქიმანდრიტმა მირიან შენგელიამ და რა შუაშია მიხეილ ხუბუტია?

Published on

 არქიმანდრიტმა  მირიან შენგელიამ, რომელიც  ერთ წელზე მეტი მსახურობდა მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში,  რუსეთი დატოვა.  მანამდე მას პოლიცია დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით ეძებდა და, როგორც ირკვევა,   მხოლოდ  თბილისში წამოსვლით  დააღწია თავი პატიმრობას, რომელიც მას, როგორც საბუთების გამყალბებელს, ემუქრებოდა.
 
მრევლის თქმით, მამა მირიანმა ტაძარი ყველასთან შეუთანხმებლად დატოვა, ტაძრის რუსმა წინამძღვარმა კი შემთხვევით გაიგო, რომ ქართველ სასულიერო პირს საზღვარი უკვე გადაკვეთილი ჰქონდა და  თბილისში იმყოფებოდა. მისი წამოსვლის შესახებ ტაძრის საძმოს წევრებმაც თბილისიდან გაიგეს, მამა მირიანის სულიერი შვილები კი ამ გადაწყვეტილებით საპატრიარქოს დაუპირისპირდნენ.
 
ორად გაყოფილი მრევლის დაპირისპირების ისტორია მამა მირიანის წამოსვლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. დავა ბიზნესინტერესებს უკავშირდება. უთანხმოება მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ეკლესიის ეზოში მდებარე კაფემ გამოიწვია.  მთავარი საკითხი იყო, ვინ ჩაიგდებდა ხელში მოსკოვში ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესს.
 
ქართველი ემიგრანტები იმაზე ალაპარაკდნენ, რომ მათ შორის უთანხმოების უკან, სასულიერო პირების გარდა, სხვა უფრო გავლენიანი გვარები დგანან. პირი, რომელზეც ეკლესიის ეზოში მდებარე რესტორნის ხელმძღვანელი და ტაძარში მოღვაწე მღვდელი საუბრობს, ქართველთა სათვისტომოს ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ ხუბუტიაა. მათი ინფორმაციით, გავლენების მოპოვება ტაძარზეც და ბიზნესზეც სწორედ ხუბუტიას სურს.
 
საქართველოს საპატრიარქომ თბილისიდან მოსკოვში მცხოვრებ მრევლს გადაწყვეტილება უკვე გაუგზავნა, მამა მირიანი იქ აღარ დაბრუნდება, იგი უკვე მსახურობს თბილისში სამების საკათედრო ტაძარში, მოსკოველ  მრევლს კი მოუწევს სულიერი მოძღვარი შეიცვალოს.
 
მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში, მსახურებისთვის შესაძლოა, დროებით საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე,  დეკანოზი მამა კახაბერი გაიგზავნოს, რასაც თავად იგიც ადასტურებს . .მისი განცხადებით, მოსკოვში ქართულ ენაზე წირვა–ლოცვის ჩასატარებლად რამდენიმე სასულიერო პირის კანდიდატურას შორის მისი კანდიდატურაც განიხილება, თუმცა ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. 
 
„მე პატრიარქის მიერ ერთ–ერთ კანდიდატურად განვიხილები. ეს არ არის 100%–იანი გადაწყვეტილება. თუ დამტკიცდა ჩემი კანდიდატურა, თებერვლის მეორე ნახევარში შესაძლოა გავემგზავრო მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში იქ წირვა–ლოცვის ჩასატარებლად“, – განაცხადა მამა კახაბერმა.
 
დეკანოზის თქმით, მისთვის უცნობია, რატომ მოხდა არქიმანდრიტ მირიან შენგელიას საქართველოში დაბრუნება 

 

სიახლეები

„ვერ დავუშვებთ, ჩვენი გზა სხვების მსოფლმხედველობამ განსაზღვროს” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის დაფინანსების გზების შესახებ...

მომავალი წლიდან შესაძლოა ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფები გაიზარდოს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მომავალი წლიდან შესაძლოა ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო...

ოცნებამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემა აკრძალა

17 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ივანიშვილის პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქცია,...

ევროკავშირის საბჭო- საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა

საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხში შევიდა - ამის შესახებ გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს...