მთავარისიახლეებიომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან-ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან-ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

Published on

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძვის, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართული ეროვნული ლეგიონის წევრები “ომის დამნაშავეები არიან” და პასუხს რუსეთის კანონმდებლობით აგებენ.

“ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ ცალსახაა – ისინი ომის დამნაშავეები არიან, რომლებიც თავიანთ ქმედებებზე აუცილებლად აგებენ პასუხს და რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად გასამართლდებიან.” – თქვა ფარცხალაძემ.

ქართული ეროვნული ლეგიონი უკრაინის მხარეს მებრძოლი მოხალისეთა დანაყოფია. 2024 წლის ივნისში რუსეთის სასამართლომ ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და ქვეყანაში აკრძალა.

ფარცხალაძე რუსეთში შექმნილ საერთაშორისო მოხალისეთა დანაყოფ “გეორგიევსკის” ხელმძღვანელობს. მან განაცხადა, რომ დანაყოფის სახელწოდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, რომელმაც, ყოფილი პროკურორის განცხადებით, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველი ხალხის ისტორიაში. დანაყოფის შემადგენლობისა და მებრძოლთა რაოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ არსებობს.

ფარცხალაძის თქმით, დანაყოფის მთავარი ამოცანაა, “ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუსეთს, არამედ მთელ მსოფლიოს”.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...