მთავარისიახლეებისაზოგადოებახეგლეჯია-როკსოფუ საქართველოს პრეზიდენტად?

ხეგლეჯია-როკსოფუ საქართველოს პრეზიდენტად?

Published on

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი,ოლიგარქი  ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდეს. ყოველ შემთხვევაში ეს საკითხი უკვე აქტიურად განიხილება საჯარო სივრცეში.
 
,,თუ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტობისთვის მზაობას გამოთქვამს, მე პირადად, მივესალმები“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.- მისი შეფასებით, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
 
„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, პიროვნულად, ითამაშა უდიდესი როლი, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში. ვინც ამას ხედავს დიდ პატივს სცემს მის ღვაწლს. პრემიერის პოსტზე ყოფნიდან ერთი წლის შემდეგ, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ უარი ეთქვა პოლიტიკაზე, მაგრამ თუ ის ამის მზაობას გამოთქვამს, მე პირადად, მხოლოდ მივესალმები, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, – განაცხადა ლევან იზორიამ, მმართველი გუნდის მიერ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების შესახებ საუბრისას.
 
”ქართული ოცნების” მხოლოდ ერთადერთ უალტერნატივო საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილავს ბიძინა ივანიშვილს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სპეციალისტი, კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი 
,,არსებული რეალობიდან მხოლოდ მას შეუძლია პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებების სწორად, ეფექტიანად და რაც მთავარია, დამოუკიდებლად გამოყენება. ის ფაქტი, რომ არ ვიცით, სურს თუ არა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეს ან აპირებს თუ არა ამას, არ ცვლის ამ მოცემულობას.ყველა სხვა კანდიდატს მარტივი გასეირნება არ ექნება გარანტირებული. და სიმარტივის ეს არ არსებობა 2020 წლის არჩევნებზე კიდევ უფრო გაღრმავდება ”ქართული ოცნებისთვის”. 
გამომდინარე იქიდან, რომ მომდევნო პრეზიდენტი აირჩევა 6 წლით, ივანიშვილის პრეზიდენტობა პრაქტიკული გარანტია იქნება ”ქართული ოცნებისათვის” უმრავლესობაში დარჩეს 2024 წლის არჩევნებზეც, იმის მიუხედავად, რომ ამ დროისათვის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. 
იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილმა არ დააყენა საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა,  დიდი მნიშვნელობა ექნება კანდიდატურის დაყენების ფორმას, გააკეთებს ამას პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილი თუ კანდიდატის წარდგენა ”ოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ მოხდება, როგორც ეს კახა კალაძის შემთხვევაში იყო. თუ ეს მოხდება პირველი ვარიანტით, ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში, მანამდე გარკვეულ სახელისუფლებო ცვლილებებს უნდა ველოდეთ, ხოლო მეორე შემთხვევაში ამის წინსწრებითი აუცილებლობა არ დგას''. –  აცხადებს ლევან ბოძაშვილი

სიახლეები

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...