მთავარისიახლეებიპრეზიდენტს ემუქრებიან სისხლისსამართლებრივი დევნით, შეწყალების საქმეებზე...იმედია, ზურაბიშვილიც ხვდება სიტუაციის სიმძიმეს და გადადგამს...

პრეზიდენტს ემუქრებიან სისხლისსამართლებრივი დევნით, შეწყალების საქმეებზე…იმედია, ზურაბიშვილიც ხვდება სიტუაციის სიმძიმეს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს |მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტებს შეწყალების საქმეებზე “ასამართლებენ” – ნათქვამია მესამე პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ხელისუფლების მუქარას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტების გასამართლება სახელმწიფოებრივად დამღუპველია:

“პრეზიდენტ ზურაბიშვილს ემუქრებიან სისხლისსამართლებრივი დევნით, თანაც ნიშანდობლივია, რომ შეწყალების საქმეებზე.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტებს შეწყალების საქმეებზე “ასამართლებენ”. ეს ადამიანურად სრულიად მიუღებელია და სახელმწიფოებრივად დამღუპველი.
ამ თამაშ-თამაშში ოლიგარქი ბოლოს უღებს ყველაფერს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტებისგან დარჩა. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამის შეჩერებას.
იმედია, თავად სალომე ზურაბიშვილიც ხვდება სიტუაციის სიმძიმეს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, თუნდაც როგორც რუსეთის აგენტის, ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის შემთხვევაში და სხვადასხვა თანამდებობებზე კანდიდატების არდამტკიცების მიმართულებით. ქალბატონი პრეზიდენტის მხრიდან მხოლოდ რიტორიკა ვერ უშველის ვერც ქვეყანას და ვერც პირადად მას.” აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...