მთავარისიახლეებიმსოფლიომეცოლას ინიციატივა - უკრაინელი და მოლდოველი კანონმდებლები დამკვირვებლებად ევროპარლამენტში

მეცოლას ინიციატივა – უკრაინელი და მოლდოველი კანონმდებლები დამკვირვებლებად ევროპარლამენტში

Published on

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა გამოდის ინიციატივით, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე უკრაინელი და მოლდოველი დეპუტატები ასამბლეას შეუერთდნენ როგორც “დამკვირვებელი” წევრები, სანამ ორი ქვეყანა ელოდება ოფიციალურ გაწევრიანებას ევროკავშირში.

POLITICO-სთან ინტერვიუში მეცოლამ თქვა, რომ არ უნდა დაუშვან შეცდომა და თუ პოლიტიკურად ქვეყანა ევროპისკენ იხედება, მაშინ ევროპამ კარები ფართოდ უნდა გააღოს.

“ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო შორს წავიდეთ, ამ პარლამენტში დამკვირვებელი წევრები გვყავდეს – ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება დეკემბერში”, – თქვა მეცოლამ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ისაუბრებს ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან და ფიქრობს, ანალოგიური წინადადება შეიმუშაოს ბალკანეთის ექვსი სახელმწიფოსთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ელოდებიან.

დამკვირვებლის სტატუსი ნიშნავს, რომ დეპუტატები არ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში და იქნებიან ევროპარლამენტში დანიშნული და არა არჩეული წევრები. თუმცა, მოქმედი წესების მიხედვით, ქვეყნები ევროპარლამენტის საქმიანობაში წარმომადგენლობას მხოლოდ ევროკავშირში ოფიციალურად გაწევრიანების შემდეგ იღებენ.

წინადადებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის რადაში ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია და აღნიშნა, რომ “ძალიან აფასებს” მსგავს იდეას და ამით სულ მცირე 30 დეპუტატი იქნება დაინტერესებული.

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...