მთავარისიახლეებისაზოგადოებაშურუბუმუში წყალქვეშა მღვიმეებში ყვინთვის ამერიკელი სპეციალისტები მუშაობენ

შურუბუმუში წყალქვეშა მღვიმეებში ყვინთვის ამერიკელი სპეციალისტები მუშაობენ

Published on

ექსტრემალური ტურიზმის განვითარების მიზნით, საქართველოში მღვიმეებისა და კანიონების შესწავლა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავცრცელებს. 
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით დასავლეთ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებებიდან წყალქვეშა მღვიმეებში ყვინთვის სპეციალისტები ეწვივნენ. ჯგუფის წევრები ერთი კვირის განმავლობაში წყალტუბოს, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში ტურისტულად აუთვისებელ სპელეოლოგიურ რესურსებს გამოიკვლევენ, ადგილობრივ სპეციალისტებს კი ტრენინგს ჩაუტარებენ და სპეციალურ აღჭურვილობას გადასცემენ, რომლითაც ტურისტებს მოემსახურებიან. მიმდინარე ექსპედიციის და საქართველოს ექსტრემალური ტურისტული პოტენციალის შესახებ ჟურნალები: National Geographic, Underwater Speleology და Quest სტატიებს და ბლოგებს მოამზადებენ. 
 
წყალტუბოში ამერიკელ სპეციალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა და მათ სამუშაოებს გაეცნო.
 

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...