მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ და ევროკავშირი ისრაელს სახმელეთო ოპერაციის გადადებას სთხოვენ - Bloomberg

აშშ და ევროკავშირი ისრაელს სახმელეთო ოპერაციის გადადებას სთხოვენ – Bloomberg

Published on

გამოცემა Bloomberg წერს, რომ აშშ და ევროკავშირი სთხოვენ ისრაელს, გადადოს სახმელეთო ოპერაციის დაწყება – ომის მესამე ფაზა, რომელიც ისრაელმა ადრევე დააანონსა, თუმცა, ოფიციალურად “სახმელეთო ოპერაცია” არ უხსენებია. 

გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ თხოვნის საფუძველი ის საიდუმლო მოლაპარაკებებია, რომლებიც ყატარის მონაწილეობით ჰამასთან მიმდინარეობს, მძევალთა გათავისუფლების მიზნით. 

საუბარია ამერიკელ მძევალთა გათავისფლებაზე, რის შესახებაც ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ “ეს ახლა აშშ-ის ნომერ პირველი ამოცანაა”. 

შეგახსენებთ, “ჰამასსა” და “ისლამურ ჯიჰადს” ღაზის სექტორში ამ დრომდე 200-ზე მეტი მძევალი ჰყავს, ხოლო ორი: ამერიკელი დედა-შვილი (იუდითი და მისი 18 წლის შვილი ნატალი) მათ უკვე გაათავისუფლეს.

ამასთან, BBC-ის ჟურნალისტმა დაწერა, რომ დედა-შვილის გათავისუფლება ჰამასის ცალმხრივად გადადგმული ნაბიჯი იყო, რომელიც ტერორისტულმა ორგანიზაციამ “ჰუმანური მოსაზრებებით” ახსნა და არ ეს ჟესტი რაიმე სახის შეთანხმებას არ უკავშირდება. 

იუდით და ნატალი რანაანების გათავისუფლების შემდეგ, ეგვიპტის მხრიდან ღაზის სექტორის მიმართულებით დაიძრნენ სატვირთო მანქანები ძარაზე ჰუმანიტარული ტვირთით, რომელთა გადაადგილებისთვის “ცახალს” ხელი არ შეუშლია, თუმცა პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ საღამოს ისრაელის არმიამ ლიბანში “ჰეზბოლას” პოზიციებს შეუტია. 

ამავე დროს, ისრაელის პრემიერის კანცელარიამ განცხადება გაავრცელა, რომ ხმები, თითქოს იგეგმება “ღაზის სექტორის გადაცემა პალესტინის ავტონომიისთვის”, სინამდვილეს არ შეეფერება და ერთადერთი მიზანი, რაც ბენიამინ ნეთანიაჰუმ დასახა, ჰამასის განადგურებაა. 

სიახლეები

ნაურუმ ე.წ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნაურუმ ოკუპირებულ, თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები...

იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე სამი პირი დავაკავეთ – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო...

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს 8...

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამ...