მთავარისიახლეები"არამარტო" | ლილუაშვილი კითხვაზე არის თუ არა რუსეთი ქვეყნის მთავარი მტერი

“არამარტო” | ლილუაშვილი კითხვაზე არის თუ არა რუსეთი ქვეყნის მთავარი მტერი

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი ორაზროვნად პასუხობს კითხვას ვინ არის ქვეყნის მთავარი მტერი და არის თუ არა ეს რუსეთი.

“მთავარი მტერი არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის მომხრე ძალები. [რუსეთი არ არის მთავარი მტერი?] არამარტო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს მეტად გამოკვეთილი სპეციფიკა ყველაფერზე საჯაროდ არ განაცხადოს რასაც ფიქრობს და რა ინფორმაციაც აქვს. რუსეთი ოკუპანტია და 5 საათის განმავლობაში ვსაუბრობდი და ანგარიშიც საჯაროა, სადაც რუსეთი არის ოკუპანტი”, – თქვა ლილუაშვილმა.

ოჩამჩირეში რუსული მუდმივი სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებაზე მან თქვა, რომ მინიმუმ 3 წელი დასჭირდება არსებული ინფრასტრუქტურის გარდაქმნას ისე, რომ პორტი დიდ ხომალდებს მოემსახუროს.

“ვის უნდა ესიამოვნოს საქართველოში განცხადება საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდევ ერთი ფორპოსტის შექმნის თაობაზე, თუმცა მინდა გითხრათ, ცოტა პატარა ისტორიას მოგიყვებით, ოჩამჩირის ე.წ. პორტის ინფრასტრუქტურა, იმ სახით, რა სახითაც ის დღეს ემსახურება იქ შესულ მცირე წყალწყვის ნავებს, კატარღებს, საპატრულო კატარღებს და ა.შ. შეიქმნა 2009 წლიდან 2011 წლამდე.

არსებული ინფრასტრუქტურა, რაც იქ არსებობს ვერ უზრუნველყოფს მსხვილი და დიდი ხომალდების, მათ შორის წყალქვეშა თუ წყალზედა სამხედრო ფრეგატების და ა.შ. მიღებას. რომ გარდაიქმნას არსებული ინფრასტრუქტურა დასჭირდება სულ მცირე 3 წელიწადი”, – თქვა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, ანაკლიის პროექტს აღნიშნული პორტი კი არა მთლიანად ოკუპაცია უქმნის საფრხეს.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...