მთავარისიახლეებიგუშინ ლუი მეთოთხმეტეს პათოსით საუბრობდა| პაპუაშვილი ზურაბიშვილზე

გუშინ ლუი მეთოთხმეტეს პათოსით საუბრობდა| პაპუაშვილი ზურაბიშვილზე

Published on

“ის ძირს უთხრის საქართველოს პარლამენტს მისი დამოკიდებულებით, თუნდაც გუშინ, როდესაც მან არ იკადრა ქართველი ხალხის სახელით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი. ის ძირს უთხრის ეროვნულ ბანკს, როდესაც ითხოვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომას. ის ძირს უთხრის საკონსტიტუციო სასამართლოს, როდესაც სამარცხვინოდ მოიხსენიებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ძირს უთხრის საერთო სასამართლოებს, როდესაც ამაზე საუბრობს. ძირს უთხრის სახალხო დამცველის ინსტიტუტს. საერთო ჯამში, ის დაპირისპირებულია და ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ჩვენს სახელმწიფოს. ბოლოს მიადგა კიდევაც კონსტიტუციას და გუშინ რაც გვითხრა, იყო ის, რომ ის არის სახელმწიფო და გუშინ მე ვთქვი კიდევაც, რომ ფაქტობრივად, ლუი მეთოთხმეტეს პათოსით საუბრობდა, რომ სახელმწიფო არის ის და კონსტიტუცია არის ის.”

თქვა შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილზე საუბრისას

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...