დღეს ნინოობაა

Published on

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა – ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.წმინდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.
წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1(19) ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს – გარდაცვალება.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...