მთავარისიახლეებისაზოგადოებამასწავლებლის მკვლელი ჯიჰადისტის მამა საქართველოში ცხოვრობს და ჯერაც არ დაუკითხავთ

მასწავლებლის მკვლელი ჯიჰადისტის მამა საქართველოში ცხოვრობს და ჯერაც არ დაუკითხავთ

Published on

Le Monde წერს, რომ საფრანგეთში თავისი ყოფილი მასწავლებლის მკვლელი ჯიჰადისტის მამა საქართველოში ცხოვრობს და ჯერაც არ დაუკითხავთ.

♦️ რა მოხდა – 13 ოქტომბერს საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში, სკოლაში მივიდა სასწავლებლის კურსდამთავრებული და, დანით შეიარაღებულმა, ყოფილი მასწავლებელი მოკლა, ორი ადამიანი კი დაჭრა.

♦️ მუჰამედ მოგოჩკოვი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, წარმოშობით ინგუშეთიდანაა. ის ოჯახის ყველაზე რადიკალური წევრი იყო, რაზეც ფრანგი სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ვიდეო და აუდიოჩანაწერები მოწმობს. მათში მოგოჩკოვი ერთგულებას უცხადებს ‘ისლამურ სახელმწიფოს” და ხაზს უსვამს თავის მიუღებლობას საფრანგეთისადმი და დემოკრატიული ღირებულებებისადმი.

♦️ სტატიაში ნათქვამია, რომ მუჰამედ მოგოჩკოვი ჯიჰადისტური იდეოლოგითაა შეპყრობილი და მამამისის გავლენის ქვეშაა, ” რომელიც 2018 წელს გააძევეს საფრანგეთიდან და ამჟამად საქართველოში ცხოვრობს, სადაც ჯერ არც კი დაუკითხავთ”, – წერს ფრანგული გამოცემა.

სიახლეები

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება. ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ...

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...