მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე პარლამენტმა დადგენილების პროექტი მიიღო

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე პარლამენტმა დადგენილების პროექტი მიიღო

Published on

პარლამენტმა “საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე” დადგენილება მიიღო. მას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 8 წავიდა.

როგორც საკითხის წარდგენისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მისი მონაწილეობა საკითხის განხილვაში.

დადგენილების თანახმად, პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს 2023 წლის საშემოდგომო სესიის 17−20 ოქტომბრის პლენარული სხდომების კვირაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლოს დასკვნაზე სამ მოსამართლეს – ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს – განსხვავებული აზრი ჰქონდათ და ის დღეს გამოქვეყნდა.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....