მთავარისიახლეებიპარლამენტი მოქალაქეებისთვის დახურული უწყება ხდება - TI

პარლამენტი მოქალაქეებისთვის დახურული უწყება ხდება – TI

Published on

პარლამენტი მოქალაქეებისთვის დახურული უწყება ხდება – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიშშია ნათქვამი.

პარლამენტმა 4 სექტემბერს დაამტკიცა პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის განახლებული წესები, რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებს პარლამენტის ღიაობასა და გამჭვირვალობას. უსაფრთხოების მოტივით პარლამენტმა შეზღუდა საზოგადოების ჩართულობა მის საქმიანობაში. ახალი წესები ასევე წინააღმდეგობაშია გამოხატვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს პარლამენტის დახურულ უწყებად ქცევის იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომელსაც უკანასკნელი წლებია ქვეყნის წარმომადგენლობითი ორგანო ატარებს – აცხადებს TI.

ორგანიზაციის შეფასებით, პარლამენტის უსაფრთხოების დაცვის განახლებული წესები მნიშვნელოვნად ზღუდავს საპარლამენტო საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, რაც საბოლოოდ პარლამენტს დახურულ უწყებად აქცევს.

განახლებული წესები, რომლის თანახმადაც, ვიზიტორს პარლამენტის აპარატის თანხმობის გარეშე ეკრძალება ბრიფინგის ჩასატარებელ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია და პარლამენტის შენობაში იკრძალება სადემონსტრაციო ბანერების და პოსტერების
შეტანა, წინააღმდეგობაშია გამოხატვის თავისუფლებასთან. პოლიტიკური შინაარსის გამოხატვა განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით უნდა იყოს დაცული. მისი შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციის თანახმად მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც საფრთხე ემუქრება სახელმწიფო
ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას და სხვა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ინტერესს.

დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური შინაარსის გამოხატვა პარლამენტის წევრებს უქმნის დისკომფორტს.” აცხადებს “გამჭვირვალობა”

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...