მთავარისიახლეებიმსოფლიო"უკრაინელებმა ყველაზე მძლავრი იერიში განახორციელეს" - ისტერიკა Z-პროპაგანდისტებში

“უკრაინელებმა ყველაზე მძლავრი იერიში განახორციელეს” – ისტერიკა Z-პროპაგანდისტებში

Published on

Z-პროპაგანდისტები წერენ, რომ უკრაინელებმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” განმავლობაში “ყველაზე სერიოზული იერიში” განახორციელეს.

გამთენიისას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ბერდიანსკსა და ლუგანსკში რუსეთის საარმიო ავიაციის ბაზირების ადგილები ( სადაც განთავსებული იყო დამრტყმელი შვეულმფრენები- KA-52-ები; MI-28-ები; Mi-35/24 ; ასევე მოიერიშე-სატრანსპორტო MI-8/Mi-8AMTSH-ები) მასობრივად დაბომბა.

რუსეთის საჰაერო ძალების ტელეგრამ არხი ( FIGHTERBOMBER) ადასტურებს აღნიშნულ იერიშს და აცხადებს, რომ უკრაინელებმა რუსული შვეულმფრენების ბაზირების ადგილებსა და დროებით აეროდრომებზე იერიში ამერიკული MGM-140 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მუხტის მქონე ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს- ოკუპანტები მოთქვამენ, რომ ეს არის მიმდინარე ომის განმავლობაში არა ერთ-ერთი, არამედ ყველაზე ძლიერი დარტყმა რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის- „დანაკარგებია, როგორც ცოცხალ ძალაში, ასევე ტექნიკაში”—-

ლუგანსკსა და ბერდიანსკში რუსული საარმიო ავიაციის ბაზირების ადგილებში განხორციელებულ მასშტაბურ იერიშებს ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიც.

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...