მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას განიხილავს

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას განიხილავს

Published on

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა მიმდინარე კვირაში გაიმართება. მისი თქმით, ხვალ ბიუროს წარედგინება შესაბამისი დადგენილების პროექტი, რომელიც პლენარულ სხდომაზეც გავა.

“მას შემდეგ რაც შემოვა პარლამენტში უკვე ეს ინფორმაცია, შემდეგ უნდა შედგეს განხილვისა და კენჭისყრის გრაფიკი. ვვარაუდობ, რომ გამოიგზავნება და ხვალ ჩვენ ბიურო გვექნება და ბიუროზე წარმოვადგენთ დადგენილების პროექტს, რომელშიც იქნება განხილვის გრაფიკი. ასე არის, რომ შეტყობინების მიღებიდან 2 კვირა არის, პარლამენტს აქვს 2 კვირა, რომ განიხილიოს და კენჭი უყაროს ამ საკითხს. ვინაიდან მიმდინარე კვირა გვაქვს სასესიო კვირა, მომავალი არ არის სასესიო კვირა, ამიტომ მიმდინარე კვირაშივე აჯობებს, რომ განვიხილოთ ეს საკითხი და კენჭისყრაზე დავაყენოთ. ხვალ ბიუროზე დადგენილების პროექტს წარმოგიდგენთ, რომელიც პლენარულ სხდომაზე ხვალ გავა, იმისთვის, რომ განხილვის გრაფიკი დავადგინოთ და კენჭისყრის საკითხის, ასევე”, – თქვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რეგლამენტი ითვალისწინებს, რომ პარლამენტს შეუძლია მოიწვიოს პირი, ვის მიმართაც იმპიჩმენტის საკითხი განიხილება. პაპუაშვილმა თქვა, რომ დაუკავშირდებიან პრეზიდენტის აპარატს და იკითხავენ ექნება თუ არა მას განხილვაში მონაწილეობის სურვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ – ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...