მთავარისიახლეები"არ მინდა პარტიისთვის მუშაობა, მხარდამჭერიც რომ ვიყო" - TV იმედს ჟურნალისტი ტოვებს

“არ მინდა პარტიისთვის მუშაობა, მხარდამჭერიც რომ ვიყო” – TV იმედს ჟურნალისტი ტოვებს

Published on

ტელეკომპანია იმედს ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე ტოვებს. ქეთი ფარცხალაძე იმედის კვირაში კულტურის ამბებს აშუქებდა.

როგორც ის Facebook-ის პოსტში წერს, უთხრეს, რომ “მოუწევდა პოლიტიკურ თემებზე მუშაობაც”.

“საარჩევნო წელი დაიწყო, პოლიტიკა კიდევ უფრო გააქტიურდა. მითხრეს, რომ პოლიტიკურ თემებზეც მომიწევდა მუშაობა. მე არ მინდა, ჟურნალისტიკიდან რომელიმე პარტიისთვის მუშაობა, ამ გუნდის მხარდამჭერიც რომ ვიყო, როგორც მოქალაქე. ახალს არაფერს ვამბობ, არხს გაცხადებული აქვს სარედაქციო პოლიტიკა.

მივდივარ სახლში. მივდივარ მადლიერებით ხელმძღვანელების მიმართ – შესაძლებლობებისთვის, მხარდაჭერისთვის, ამ დრომდე შენარჩუნებისთვის… გულისწყვეტითაც მივდივარ… გზა გამოჩნდება!”, – წერს ფარცხალაძე.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...