მთავარისიახლეებიმსოფლიოღაზაში მცხოვრები 1.1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის გეგმა შეუძლებელია განხორციელდეს - ბორელი

ღაზაში მცხოვრები 1.1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის გეგმა შეუძლებელია განხორციელდეს – ბორელი

Published on

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ღაზაში მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის გეგმა შეუძლებელია განხორციელდეს.

“მე ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას წარმოვადგენ და ვამბობ, რომ ევაკუაციის გეგმის განხორციელება სრულიად, სრულიად შეუძლებელია…წარმოდგენა იმის შესახებ, რომ 24 საათში მილიონი ადამიანის გადაადგილება ღაზაში შექმნილი სიტუაციის დროს შესაძლებელია, მხოლოდ ჰუმანიტარული კრიზისი შეიძლება იყოს,” – თქვა ბორელმა პეკინში პრესკონფერენციაზე.

მან ისრაელს მოუწოდა, რომ საკუთარი თავის დაცვის პროცესში საერთაშორისო სამართალი არ დაარღვიოს.

ცნობისთვის, ისრაელი ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისაკენ მოუწოდა. ამის პარალელურად, 13 ოქტომბერს “ჰამასმა” ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს მოუწოდა არ დატოვონ თავიანთი სახლები.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს...

ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ 27 დეკემბერს გაიმრთება

27 დეკემბერს, 18:00 საათზე ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ,...

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა, დღეს 18:00 საათისთვის დაანონსა. ზურაბიშვილი სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის...

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა მეგრული სიტყვა - “ლოდოს“ გამოყნების გამო, 3 ათასი...