მთავარისიახლეებიEU-მ საქართველოს სტატუსი უნდა მიენიჭოს მკაცრი პირობებით და სანქციები უნდა დაუწესოს ოფიციალურ...

EU-მ საქართველოს სტატუსი უნდა მიენიჭოს მკაცრი პირობებით და სანქციები უნდა დაუწესოს ოფიციალურ პირებს “ოცნებიდან”

Published on

ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მაგრამ მკაცრი პირობებით და ამავდროულად, უნდა დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ოფიციალურ პირებს “ქართული ოცნებიდან”.

ამ თემაზე მან პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა, რომელშიც ევროპარლამენტარები, საერთაშორისო ექსპერტები და ქართული კვლევითი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. დისკუსია გუშინ გაიმართა.

“ფარცხალაძე არის დაახლოებული პირი ახლანდელ გენერალურ პროკურორთან და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ამიტომ ესე სანქციები მათვის უფრო ახლოვდება. მას წინ უძღოდა მოსამართლეების დასანქცირებაც, ასევე პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის. ამავდროულად, პრემიერმინისტრი პეკინში ვიზიტისას საუბრობდა ჩინეთთან პარტნიორულ ურთიერთობაზე. ამის პარალელურად კი, ვხედავთ თავდასხმებს აშშ-ზე, კონკრეტულად აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ, რაც არის გაუგონარი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან.

ძალიან ვწუხვარ, რომ ვხედავთ მიმართულებას, რომლითაც ქართულ ოცნებას მიჰყავს ქვეყანა, მაგრამ ასევე, მოხიბლული ვარ ქართველი ხალხით, რომელიც ძალიან პროევროპული, პროდემოკრატიული და ასევე, უკრაინის მხარდამჭერია. მივიჩნევ, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მაგრამ მკაცრი პირობებით და ამავდროულად, უნდა დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები ოფიციალურ პირებს ქართული ოცნებიდან”, – თქვა დევიდ კრამერმა.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...