მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში დღეს დაანონსებულ აქციაზე "ყველა ერთისთვის"- ორგანიზატორები სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ

ზუგდიდში დღეს დაანონსებულ აქციაზე “ყველა ერთისთვის”- ორგანიზატორები სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ

Published on

დღეს ზუგდიდში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანზიაციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მხარდამჭერები უერთდებიან აქციას "ყველა ერთისთვის".როგორც აქციის ორგანიზატორმა, "თანასწორობის მოძრაობის"  ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ემზო კვარაცხელიამ "ოდიშინიუსს" განუცხადა, იქნებიან უკომპრომისოები ბრძოლაში:  "ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით ადამიანების წლობით გაწირვას, ოჯახების გაუბედურებასა და ჩაგვრას. სახელმწიფოს მხირდან ნებისმიერი ძალადობის მიმართ უკომპრომისოები ვიქნებით!
 
მოვითხოვთ: 
1. გიორგი გორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან;
2. გათავისუფლდეს თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი;
3. კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები;
4. უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტკა.
5. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლება-მოსილება და დაგვიბრუნოს გიორგი გიორგანაშვილი." აქცია სოციალურ ქსელში დაანონსდა, განცხადებაში ნათქვამია, რომ  "25 იანვარს, 17:00 საათზე, ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანზიაციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მხარდამჭერები უერთდებიან აქციას "ყველა ერთისთვის"!
 
2018 წლის 23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ მოახდინა, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და იგი სასამართლოს სხდომის დარბაზშივე დააკავეს. 
 
საქალაქო სასამართლოსთან, ასევე დააკავეს რეჟისორი თორნიკე ბზიავა და თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი, რომლებმაც უსამართლო გადაწყვეტილება გააპროტესტეს. 
 
პროკურატურა გიორგი გიორგანაშვილს პირადი მოხმარების მიზნით 0.37 გრამი იმ ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. თუმცა სასამართლოსთვის ადამიანის 8 წლით ციხეში გასაგზავნად საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ იმ 2 პოლიციელის ჩვენება, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას გიორგი გიორგანაშვილის დაკავებაში. 
 
საქმის მსვლელობაზე ზემოქმედება არ მოუხდენია არც იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე, პროკურატურამ "ბახალას" საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...