მთავარისიახლეებიმსოფლიოისრაელმა სახმელეთო ოპერაცია დაიწყო - სად რა ხდება ომის მეოთხე დღეს

ისრაელმა სახმელეთო ოპერაცია დაიწყო – სად რა ხდება ომის მეოთხე დღეს

Published on

ღაზას სექტორის განუწყვეტელი დაბომბვის შემდეგ, გამთენიისას, ისრაელის შეიარაღებული ძალები პალესტინაში შევიდნენ – სახმელეთო ოპერაცცია დაიწყო. 

პალესტინის მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ პალესტინაში, დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ნაბლუსში, ისრაელის ძალები უკვე შევიდნენ და იქ გააფთრებული შეტაკებები მიმდინარეობს. 

ღამის განმავლობაში, ღაზის სექტორის დაბომბვის პარალელურად, “ჰამასმა” გაავრცელა მიმართვა, რომ თუ დაბომბვა არ შეწყდებოდა, ისინი დაიწყებდნენ ტყვედ აყვანილების სათითაოდ დასჯას სიკვდილით და ამ პროცესს პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. 

მოგვიანებით კადრებიც (გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს ძალადობის სცენას!) გავრცელდა, სადაც ორ ადამიანს თავში გასროლით კლავდნენ, თუმცა, ამ დრომდე ოფიციალურად დადასტურებული არ არის, ნამდვილად არიან თუ არა ვიდეოზე ისრაელის მოქალაქეები. 

ომის პირველ დღეს, 7 ოქტომბერს, ისრაელის სხვადასხვა კიბუცსა თუ ქალაქში, მოკლული მოქალაქეების რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა. 

ღაზის დაბომბვას არ შევწყვიტავთ, თუნდაც ტყვეებს ზიანი მიადგეთ – ისრაელი “ჰამასის” მუქარაზე

სიახლეები

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...

სასკოლო ფორმების გაყიდვა დღეიდან იწყება

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეძენა დღეიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. უწყების...

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...