მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის 29 სკოლაში, სადაც დირექტორებს ირჩევენ, თითო კანდიდატია წარდგენილი

ზუგდიდის 29 სკოლაში, სადაც დირექტორებს ირჩევენ, თითო კანდიდატია წარდგენილი

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 29 საჯარო სკოლა ახალ დირექტორს ირჩევს. 51-დან 29 სკოლაში სამეურვეო საბჭოებისთვის მხოლოდ თითო კანდიდატია წარდგენილი, განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია გასულ კვირას გამოაქვეყნა.შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო წარდგენილი კანდიდატებიდან აირჩევს დირექტორს 6 წლის ვადით მათი წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. განათლების სამინისტროს განმარტებითვე, დირექტორობის კანდიდატები საკუთარ პროგრამებს სამეურვეო საბჭოს წარუდგენენ საჯარო სხდომაზე.განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, ასეულობით სკოლაში სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენილია თითო-თითო კანდიდატი, რამაც სასკოლო საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია.

სამეურვეო საბჭოებმა დირექტორები ზუგდიდის პირველ, მეორე და მეოთხე საჯარო სკოლებშიც უნდა აირჩიონ. რაც შეეხება 22 სკოლას, იქ დირექტორების მოვალეობის შემსრებლები დაინიშნებიან.

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...