მთავარისიახლეებისაზოგადოებათეთრი სახლი ისრაელში რამდენიმე ამერიკელის დაღუპვას ადასტურებს

თეთრი სახლი ისრაელში რამდენიმე ამერიკელის დაღუპვას ადასტურებს

Published on

თეთრი სახლი ისრაელში რამდენიმე ამერიკელის დაღუპვას ადასტურებს, თუმცა მათ ზუსტ რაოდენობას არ აკონკრეტებს.

როგორც CNN-ს წყარომ განუცხადა, დაიღუპა სულ მცირე 4 ამერიკელი. მისივე თქმით, ეს რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის თქმით, აშშ-ის მთავრობა ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და აგრძელებს კონტაქტს ისრაელის ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ”ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია ”ალ-აკსას” შტორმი ეწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია ”რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 2 200-ს აღემატება. ასევე, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 400-ზე მეტი პალესტინელი.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...