მთავარისიახლეებიმსოფლიოომის მესამე დღე: სად რა ხდება ისრაელში

ომის მესამე დღე: სად რა ხდება ისრაელში

Published on

“ცახალი” იტყობინება, რომ ღაზის სექტორში 500-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში და შეტევებს გააგრძელებს, პალესტინელები კი აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაინგრა 426 სახლი, მათ შორის, 10 მრავალსართულიანი. მსხვერპლმა 370-ს გადააჭარბა, დაღუპულებს შორის არიან ჩვილებიც. დაჭრილთა რაოდენობა, ამავე წყაროს ცნობით, 2.000-ს აჭარბებს.

ისრაელში მოწყობილი სასაკლაოს უკან ირანი დგას, – წერს The Wall Street Journal. ირანის სესაძლო აგრესიის აღსაკვეთად აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით აგზავნის 20-25 გამანადგურებელ F-35-სა და F-15-ს, ამასთან, ისრაელის სანაპიროსთან დღეს უკვე შევა აშშ-ის მეექვსე ფლოტის ავიამზიდი “ჯერალდ ფორდი”. 

ამერიკული ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი ისრაელში გაფართოებული სამხედრო დახმარების თანხლებით მიემართება, რომელშიც შედის საბრძოლო მასალები “რკინის გუმბათისთვის”.

სამხედრო ხომალდები, რომლებიც ისრაელის სანაპიროზე შევლენ, შეიარაღებულია 110 ფრთოსანი რაკეტით “ტომაჰავკით”.

ავიამზიდის ბორტზე 90 ავიაგამანადგურებელია, მათ შორის, F-35C, ასევე, ჯგუფში შედის სარაკეტო კრეისერი და რამდენიმე ნაღმმზიდი, ასევე ატომური წყალქვეშა ნავი რაკეტებით.

ისრაელზე “ჰამასის” შეტევის პირველ დღეს დაღუპულ ებრაელთა და სხვა ქვეყნების მოქალაქეთა რაოდენობამ, ოფიციალურად, 700 გადააჭარბა, მათგან 260 მუსიკალური ფესტივალის მონაწილეა. დაჭრილთა რაოდენობამ 2380-ს გადააჭარბა. დაჭრილთაგან 22 კრიტიკულ, ხოლო 345 მძიმე მდგომარეობაშია.

აბრამ ხუბელაშვილი, ავი ჰობელაშვილი, ისაკ ბუზუკაშვილი – სამი ქართველი ებრაელი, რომლებიც ისრაელის ომს ემსხვერპლა. მათგან ერთი პოლიციელია. სავარაუდოდ, ღაზას სექტორში დატყვევებულ 130-ზე მეტ ადამიანს შორისაა კიდევ ერთი ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი.

თბილისის სინაგოგასთან, ისრაელში დაღუპული ადამიანების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, ადგილობრივებს და ტურისტებს ყვავილები და სანთლები მიაქვს. სინაგოგასთან მთელი ღამის განმავლობაში სიმბოლურად ენთო სანთლებიც.

„ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, მთელ ისრაელს“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, აღნიშნული გზავნილებით თბილისი თანადგომას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს და ისრაელელ ხალხს.

თბილისის ანძის ისრაელის დროშის ფერებში განათებას გამოეხმაურა საქართველოში ისრაელის საელჩო. „მადლობა თბილისს და საქართველოს გვერდში დგომისთვის“, – წერია საელჩოს გვერდზე.

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...