მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა საგანგაშოა- ნინო ლომჯარია

ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა საგანგაშოა- ნინო ლომჯარია

Published on

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო ლომჯარია ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა წარუდგინა და განაცხადა, რომ ომბუდსმენის პოსტზე მისი არჩევა პარლამენტის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. 
 
“ახალი ომბუდსმენი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან აქტიური კონსულტაციებით შეირჩა. მან მიიღო გამოწვევა, უხელმძღვანელოს ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტს საქართველოში – სახალხო დამცველის ოფისს, რომელიც დიდი ნდობით სარგებლობს ქვეყანაში“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 
 
სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ტენდენციებზე, განხორციელებულ ცვლილებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ნინო ლომჯარიამ ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტოროებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ სიტუაცია საგანგაშოა .
 
„ადგილობრივ მოსახლეობას შეზღუდული აქვს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის უფლება, ადამიანებს რუსი მესაზღვრეები რეგულარულად აკავებენ საზღვრის გადაკვეთის ე.წ. უკანონო გადაკვეთის გამო. კონვენციით გარანტირებული ადამიანის უფლებები, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების უფლება, საკუთრების უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, განათლების უფლება, რეგულარულად ირღვევა საოკუპაციო ძალის მიერ“,- განაცხადა სახალხო დამცველმა. 
 
მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემების დემონსტრირება მოახდინა 2016 წელს, საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ ე.წ. მესაზღვრის მიერ, რომელიც, ჩადენილი დანაშაულისთვის ამ დრომდე არ არის დასჯილი. ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე დაკვირვების შესაძლებლობა არ აქვთ არ საერთაშორისო ორგანიზაციებს.
სახალხო დამცველმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი შეფასებით, პენიტენციურ სისტემაში ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული, თუმცა, რჩება გამოწვევებიც. რაც შეეხება თანასწორობას და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ 2014 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. სახალხო დამცველის განცხადებით, განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაცია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტური გამოძიება. რაც შეეხება რელიგიურ უმცირესობებს, ამ მხრივ, ომბუდსმენის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
 

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...