მთავარისიახლეებიმსოფლიოისრაელში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა - "ჰამასის" ტერორისტებმა პოლიციის შენობა აიღეს

ისრაელში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა – “ჰამასის” ტერორისტებმა პოლიციის შენობა აიღეს

Published on

ისრაელში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა:

დღეს დილიდან ქვეყნის მასშტაბით სარაკეტო თავდასხმები განახორციელა ჰამასმა.

ქალაქ სდეროტის ქუჩებში ტერორისტები დადიან და მოსახლეობას ესვრიან.

დაღუპულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.

თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს. საჰაერო განგაში ჩაირთო თელ-ავივსა და ღაზის სექტორიდან 70 კილომეტრით დაშორებულ სხვა ქალაქებშიც. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონში მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ ბომბსაფარების მახლობლად დარჩნენ. როგორც The Times of Israel იტყობინება, თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი სასწრაფოდ გაემგზავრა თელ-ავივში, უსაფრთხოების ხელმძღვანელებთან კონსულტაციებისთვის.

ცნობისთვის, გასულ დღეს შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ შეტევებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია “ალ-აქსას ქარიშხალი” დაიწყეს.

ისრაელის სამხრეთ ნაწილში სრული მობილიზაციაა.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...