მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩხოროწყუს 3 სკოლაში ახალი დირექტორების დანიშვნას აპროტესტებენ

ჩხოროწყუს 3 სკოლაში ახალი დირექტორების დანიშვნას აპროტესტებენ

Published on

ჩხოროწყუს სამ სკოლაში დირექცია გაიფიცა და სასწავლო პროცესი შეწყვეტილია – ცნობილი ხდება, რომ ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც სასწავლო დაწესებულებების დირექტორებთან ხელშეკრულებები აღარ გაგრძელდა.

სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს და გაფიცული არიან ჩხოროწყუს რაიონის სოფლების სკოლები: ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლა, სოფელ კირცხის პირველი საჯარო სკოლა და ახუთის პირველი საჯარო სკოლა.

“გაფიცვის მიზეზი არის, რომ ახუთის პირველი საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი არ წარადგინეს. ამ ადამიანს ჰქონდა დირექტორის სტატუსი და რაიონში ყველაზე წარმატებული და მოწესრიგებული დირექტორის წარდგენა იმის გამო არ მოხდა, რომ სკოლის ხელმძღვანელი ოპოზიციური პარტიის წევრი იყო, პოლიტიკური ნიშნით არ წარადგინეს. სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს, უშუალოდ ბავშვები არიან ამ უსამართლობის წინააღმდეგ გამოსული და მათ უერთდებიან მასწავლებლები და ამ სკოლების დირექტორები”, – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი  მანანა მიქავა.

სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები დირექტორად იმ ადამიანების დატოვებას ითხოვენ, ვინც ამ პოზიციას აქამდე იკავებდა.

ჯერჯერობით რესურსცენტრს განცხადება არ გაუკეთებია და სკოლებში მათი წარმომადგენლები არ მისულან.განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დირექტორთა წარდგენის პროცესი, მათი სერტიფიცირების შემდეგ, ოქტომბერში უნდა დაასრულოს. სამინისტრომ 5 ოქტომბერს მსურველ პირებს მოუწოდა, საკუთარი თავები სიაში გადაამოწმონ, დღეს კი ირკვევა, რომ სკოლების უმეტესობაში მხოლოდ ერთი კანდიდატია წარდგენილი, რაც სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის არჩევანს ამცირებს.

სიახლეები

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...