მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ბაზის განთავსების შემდეგ მოვითხოვ, რომ ოჩამჩირის მიმართულებით ვიმუშავო", - ვანო ნადირაძე

“ბაზის განთავსების შემდეგ მოვითხოვ, რომ ოჩამჩირის მიმართულებით ვიმუშავო”, – ვანო ნადირაძე

Published on

უკრაინაში მებრძოლი, უშიშროების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალისტი და ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და წერს, რომ ბაზის განთავსების შემთხვევაში მოითხოვს, ამ მიმართულებით იმუშაოს.
“რაც შეეხება რუსეთის ფლოტის განლაგებას ოჩამჩირეში , აფხაზეთში.
რუსების ეს გადაწყვეტილება დარწმუნებული ვარ, საქართველოს რუს ხელისუფლებასთანაც არის შეთანხმებული.
მოდით თავს ნუღარ მოვიტყუებთ, ოჩამჩირეში ამ წუთისთვის და ამ მომენტისთვის ჩვენი სამშობლოს მტრებია , ვიდრე ჩვენი მოყვრები.
რა თქმა უნდა, უკრაინის სამიზნე გახდება და არ გვინდა ეს დემაგოგია რომ ესეიგი რა გამოდისო უკრაინა საქართველოს ტერიტორიას დაბომავს და ასე შემდეგ, ამ მომნტისთვის არც ჩვენი კონტროლის ქვეშა ეს ტერიტორია და ვიმეორებ არც ჩვენი მოყვარეები არიან იქ , ამ ტერიტორიას ვერა და ვერასოდეს დავიბრუნებთ ომის გარეშე და ესეც იქნება ადრე თუ გვიან.
ჩემი სამუშაო პროფილიდან გამომდინარე ,მე პირადად მოვითხოვ რომ რუსული ფლოტის განლაგების შემთხვევაში ქ.ოჩამჩირეში მაგ მიმართულებით ვიმუშავო”;
“ხელისუფლებამ თუ არ მოახდინა რეაგირება, ოჩამჩირეში თუ გახდება რუსული ბაზა უკრაინის სამიზნე, თბილისში დღევანდელი საქართველოს ხელისუფლებაც გახდება პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით სამიზნე , ეს ის წითელი ხაზია რომლის გადაკვეთას არცერთი ნამდვილი საქართველოს პატრიოტი და მეომარი არ აპატიებს,მე ამაში ძალიან მყარად ვარ დარწმუნებული”, – წერს ვანო ნადირაძე. 

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...