მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარლამენტში დღეს სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენენ

პარლამენტში დღეს სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენენ

Published on

პარლამენტში დღეს სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენენ – ლევან იოსელიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით უნდა წარდგეს.

ცნობილია, რომ დოკუმენტი ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერაა მომზადებული. ის პარლამენტს მიმდინარე წლის 31 მარტს წარედგინა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2022 წელს, ომბუდსმენის აპარატში 5 277 განცხადება შევიდა, რომელზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა. გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად ცხელ ხაზზე 12 104 ზარი დაფიქსირდა. სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებს 74 რეკომენდაციით მიმართა.

საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა მოამზადა: 24 სპეციალური ანგარიში და 3 ალტერნატიული ანგარიში, რომელიც საერთაშორისო ორგანოებს წარედგინა; 21 საკონსტიტუციო სარჩელი; 20 “სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება; 1 “სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, 5 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაიგზავნა.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...