მთავარისიახლეებისაზოგადოებაპროტესტის ნიშნად აქტივისტებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს

პროტესტის ნიშნად აქტივისტებმა ღამე პარლამენტთან გაათენეს

Published on

“06:10, არ ვემორჩილებით “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ ახალ რუსულ კანონს”, – ამის შესახებ ახალგაზრდული ორგანიზაცია “ნაბიჯი” სოციალურ ქსელში წერს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ფოტოს აქვეყნებს.

აქტივისტებმა “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ახალი რუსული კანონის გასაპროტესტებლად ღამე პარლამენტთან გაათენეს. ადგილზე მათ დემონსტრაციულად გაშალეს კარვები, რაც ერთ-ერთია, რასაც ახალი კანონი აკრძალავს.

აქციის მონაწილეების თქმით, “ქართულ ოცნებას” არ გამოუვა საკუთარ მოსახლეობასთან რუსული მეთოდებით ბრძოლა.

შეგახსენებთ, რომ “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და დემონსტრანტებისთვის მთელ რიგ აკრძალვებს აწესებს.

დოკუმენტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

კანონპროექტს “ოცნება” დაჩქარებული წესით განიხილავს და მოტივად სუს-ის 18 სექტემბრის განცხადებას ასახელებს, თითქოს ქვეყანაში ოქტომბერ-დეკემბერში “არეულობა და დესტაბილიზაცია იგეგმება”.

სიახლეები

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...