მთავარისიახლეებიმსოფლიოპენტაგონმა კონგრესი გააფრთხილა

პენტაგონმა კონგრესი გააფრთხილა

Published on

Associated Press წერს, რომ პენტაგონმა გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა კონგრესს, სადაც აღნიშნულია, რომ უწყებას უმთავრდება ფული უკრაინის საჭიროებებისა და მხარდაჭერისთვის იარაღის მიწოდების დასაფინანსებლად.

სწორედ ამის გამო, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ გადაწყვიტა, გააჭიანუროს მისივე შეიარაღებული ძალების აღჭურვის პროცესი, რაც, სამომავლოდ, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს აშშ-ის სამხედრო ძალების ბრძოლისუნარიანობაზე.

შეგახსენებთ, წარმომადგენლობითმა პალატამ 45 დღით დააფინანსა აშშ-ის მთავრობა, თუმცა, უკრაინის დახმარებისთვის საჭირო თანხის გარეშე. ჯო ბაიდენმა ასევე მიმართა კონგრესს, რომ უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა დაუშვებელია, ხოლო თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას აუცილებლად გააგრძელებს. 

სიახლეები

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ...

“ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას “- ტრამპი

"ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას და თუ საჭირო გახდება,...

ბაჩო ახალაიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. ყოფილ...

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...