მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდიში მე-12 კლასელთა საატესტატო გამოცდები მიმდინარეობს (VIDEO)

ზუგდიდიში მე-12 კლასელთა საატესტატო გამოცდები მიმდინარეობს (VIDEO)

Published on

საქართველოს სკოლებში დღეს გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეები გამოცდებს 21-25 მაისს ჩააბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებით, მე-12 კლასელები გამოცდებს 21, 22, 23, 24  მაისს ჩააბარებენ და შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია და მათემატიკა. გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა დღის მეორე ნახევარში იმ მოსწავლეებსაც შეეძლებათ, რომელთაც მე-11 კლასში გამოცდა არ ჩაუბარებიათ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მე-11 კლასელების გამოცდები 11 ივნისს დაიწყება და 20 ივნისს დასრულდება. მე-11 კლასელები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომლის სწავლაც დაასრულეს. გამოცდები 16, 17, 18, 19 ივნისს გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ქიმიაში და ფიზხიკაში ჩატარდება.

ზუგდიდის სკოლებში მე-12 კლასელთა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდები დილის 9 საათზე დაიწყო. მე-12 კლასის მოსწავლეების განცხადებით, საგამოცდო ტესტები საშუალო სირთულის იყო

„ჩემი შედეგით საკმაოდ კმაყოფილი ვარ, საშუალო სირთულის ტესტები იყო. საკმაოდ ბევრი კითხვა მომივიდა როგორც ენიდან, ასევე ლიტერატურიდან, თითქმის ყველა ნაწარმოები შედიოდა, რაც გავიარეთ და ვფიქრობ, რომ ბავშვები წარმატებით გაართმევენ თავს ტესტებს“ – განაცხადა ჩვენთან საუბარში ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ ელენე გოგოხიამ

„სკოლაში კომფორტული გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ მოსწავლემ ჩააბაროს გამოცდები. თითოეულ მოსწავლეს განემარტა იმ პროცესებისა და პროცედურების შესახებ, რაც ახლავს ამ გამოცდას და არავის დაბრკოლება არ ჰქონია იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმეს გაძნელებოდა ამ გამოცდის ჩაბარება“ – განაცხადა ჩვენთან საუბარში ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ

სკოლის გამოსაშვები გამოცდები ასევე მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში.

„მე-12 კლასელებმა დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩავაბარეთ. არ იყო ძალიან რთული, იყო ნორმალური საკითხებიდა ვფიქრობ, რომ ყველამ წარმატებულად გავართვით თავი“ – განაცხადა ჩვენთან საუბარში ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ მარიამ სორდიამ

განათლების სამინისტროს ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელის გონერი პაპავას თქმით, ზუგდიდის 50 საჯარო და 4 კერძო სკოლაში საატესტატო გამოცდების პროცესი მშვიდად მიმდინარეობს.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ერთობლივად ხორციელდება საატესტატო გამოცდების ნორმალურ პროცესებში ჩატარება. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დროულად მიავლინა ყველა სკოლაში დამკვირვებლები, მეთვალყურეები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გამოცდების ხარისხიანად ჩატარებასთან 

სიახლეები

“ტრამპი გაატარებს ამერიკის ინტერესს… ჩვენს გასაკეთებელს ტრამპი ვერ გააკეთებს” -მოლოდინშერბილებულ განცხადებას კალაძეც აკეთებს

მამუკა მდინარაძის შემდეგ, დონალდ ტრამპთან დაკავშირებით მოლოდინშერბილებულ განცხადებას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძეც...

ივანიშვილს საინკასაციო მანქანებით გააქვს ფული აეროპორტში – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ივანიშვილს საინკასაციო მანქანებით გააქვს ფული აეროპორტში და ქვეყნის დასატოვებლად ემზადება -...

კიშინიოვში მაია სანდუს ინაუგურაცია გაიმართა

მაია სანდუმ ფიცი დადო და მეორე ვადით მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა. ინაუგურაციის ცერემონია...

“ოცნების” საკრებულომ თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 2 მილიარდ 455 მლნ ლარი იქნება. 2025 წელს...