მთავარისიახლეებიზელენსკი: უკრაინამ საკუთარი იარაღისა და ჭურვების წარმოება დაიწყო

ზელენსკი: უკრაინამ საკუთარი იარაღისა და ჭურვების წარმოება დაიწყო

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ საკუთარი იარაღისა და ჭურვების წარმოება დაიწყო.

“უკრაინამ დაიწყო არამხოლოდ 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვების, არამედ იარაღის წარმოებაც. უკრაინა ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან იარაღის ერთობლივ წარმოებაზე”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინული იარაღი, რომელიც წარმოებულია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, სრულმასშტაბიანი ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი იქნება. ამასთან, კულება იმედს გამოთქვამს, რომ გამარჯვების შემდეგ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია სრულად იქნება NATO-ში ინტეგრირებული.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმღძვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ აშშ და უკრაინა იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმას შეიმუშავებენ.

სიახლეები

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...

24 დაღუპული, მათ შორის სამი ბავშვი – კიევში გლოვის დღეა

უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა - დაღუპულებს...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

2026-2027 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15...