მთავარისიახლეებიფაშინიანი: უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება

ფაშინიანი: უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება

Published on

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება​. ეს განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, ეთნიკურად სომხების გამოსვლა მთიანი ყარაბაღიდან “აზერბაიჯანის მიერ ეთნიკური წმენდის შედეგად” გრძელდება.

“ანალიზი აჩვენებს, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება​. ეს არის ეთნიკური წმენდის და სამშობლოს წართმევის პირდაპირი აქტი, რაზეც ჩვენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვესაუბრებოდით საერთაშორისო თანამეგობრობას. საერთაშორისო მოთამაშეების მიერ გაკეთებული განცხადებები – დაგმობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, თუ ამ განცხადებებს არ მოჰყვება კონკრეტული ქმედებები, მაშინ ისინი განიხილება ისტორიისთვის მხოლოდ მორალური სტატისტიკის შექმნის ნაწილად”, – თქვა სომხეთის პრემიერმა.

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს. “განკარგულებას” ხელი ე.წ. პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა მოაწერა.

***

20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას დათანხმდნენ.

შეთანხმება ორ მხარეს შორის მას შემდეგ შედგა, რაც აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ შეტევებს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ყარაბაღის სომხური სეპარატისტული ძალების განცხადებით, მაშინ, როცა მსოფლიო განზე გადგა, აზერბაიჯანმა გაარღვია მათი ხაზები და დაიპყრო რამდენიმე სიმაღლე და სტრატეგიული საგზაო კვანძი. სწორედ ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ, დათანხმდებოდნენ რუსეთის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

სომხეთი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღი 2 900-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა და სომხეთში გადავიდა. უწყება 25 სექტემბრის 06:00 საათის მონაცემებს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.

ბოლო მონაცემებით, მთიანი ყარაბაღი 53 629 ადამიანმა და 10 985-მა მანქანამ დატოვა. როგორც სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივანმა აღნიშნა, ევაკუირებული ადამიანებიდან 35 491-ია ოფიციალურად რეგისტრირებული.

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...