მთავარისიახლეებიახალგაზრდები ლაზარესთვის - პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია დაანონსდა

ახალგაზრდები ლაზარესთვის – პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია დაანონსდა

Published on

ახალგაზრდები ლაზარესთვის – 29 სექტემბერს, მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება.

პარასკევს 19:00 საათზე ახალგაზრდები ვიკრიბებით ლაზარესთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან,რადგან პრეზიდენტს და “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ საქართველო არასდროს არ იქნება “რუსეთის გუბერნია” და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ლაზარე გრიგორიადისი. საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისი რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე დააკავეს. მას სამართალდამცავთა მიმართ ე.წ მოლოტოვის კოქტეილის გამიზნულად სროლასა და პოლიციის მანქანისათვის ცეცხლის წაკიდებაში ედავებიან.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

სტავროპოლში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულია 6 და დაშავებულია 40 ადამიანი.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი-მოსკოვის მიმართულებით...

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...