მთავარისიახლეებიპოლიტიკაკიევის სააპელაციო სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე იმსჯელებს

კიევის სააპელაციო სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე იმსჯელებს

Published on

კიევის სააპელაციო სასამართლომ დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე უნდა იმსჯელოს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ სასამართლო კოლეგიამ მისი დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.
 
"ფეისბუქზე" გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, დილის 10 საათზე კიევის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბონ.
 
"ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერის ადვოკატი პაველ ბოგომაზოვი, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან პროცესების ხელოვნურად დაჩქარებაზე საუბრობს.
 
„ხელისუფლება ცდილობს სასამართლო პროცესები ხელოვნურად დააჩქაროს. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ უკრაინის საემიგრაციო სამსახურმა მის მიერ მანამდე მოგებული საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ვიმედოვნებთ, სასამართლო კოლეგია დღეს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, გაითვალისწინებს დაცვის მხარის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას, ხოლო არგუმენტებს, რომელსაც საემიგრაციო სამსახური, ყოველგვარი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე ეყრდნობა, უსაფუძვლოდ მიიჩნევს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...