მთავარისიახლეებისაზოგადოებამოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება

მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება

Published on

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება. ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი არსებითი სხდომა გაიმართება. 
პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარდგებიან. შესავალი სიტყვების შემდეგ კი სახელმწიფო ბრალდება სასამართლოში მის მიერ წარდგენილი მტკუცებულებების გამოკვლევას და მოწმეების დაკითხვას დაიწყებს.
 
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა. 
 
გარდა ამისა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება. 
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს – გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის – დედის მეთვალყურეობის ქვეშ.
 

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...